პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
26.03.13
შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა გენერალურ მდივანს, მოაწერა ხელი სამ კონვენციას და დაესწრო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ‘ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს პენიტენციურ და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში’ ხელმოწერის ცერემონიას

სტრასბურგი - 25 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით იმყოფებოდა სტრასბურგში, სადაც იგი შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორნბიორნ იაგლანდს. მინისტრმა გენერალურ მდივან იაგლანდს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. ვიზიტის დროს მინისტრმა ღარიბაშვილმა საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა სამ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას:

- სისხლის სამართლის საკითხებში ორმხრივი დახმარების ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი (CETS No. 182);

- კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კანონმდებლობის კონვენციის დამატებითი ოქმი (ETS No. 191);

 - ევროპის საბჭოს კონვენცია დანაშაულის შედეგების გათეთრების, ძებნის, ამოღებისა და კონფისკაციის, ასევე ტეროიზმის დაფინანსების შესახებ (CETS No. 198).

მინისტრი ღარიბაშვილი ასევე დაეესწრო გენერალური მდივნის მოადგილის, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის მიერ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ხელმოწერის ცერემონიას. ეს 3.34მ პროგრამა ‘ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს პენიტენციურ და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში’ გაგრძელდება 2.5 წლის განმავლობაში და მოახდენს ფოკუსირებას ჯანდაცვაზე პენიტენციურ დაწესებულებებში, ფსიქიკურ ჯანდაცვაზე და დახურული ტიპის დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.