პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
25.01.13
სემინარი პროკურორებისა და მოსამართლეებისათვის არასათანადო მოპყრობის თემაზე
ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროექტის - “არასათანადო მოპყრობასა და დაუსჯელობასთან ბრძოლის ხელშეწყობა” - ფარგლებში, 26-27 იანვარს დაგეგმილია ორდღიანი სემინარი თემაზეევროპული სტანდარტები არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრის შესახებ და სისხლის სამართლის პროცესი”. სემინარი განკუთვნილია პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გაეცნონ არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის ევროპულ პრინციპებს, ამ პროცესისთვის აუცილებელ გარანტიებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით. სემინარზე განხილული იქნება ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებებიც. სემინარს გაუძღვებიან ევროპის საბჭოს გამოცდილი ექსპერტები და იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წამყვანი სპეციალისტები.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.