პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
12.07.11
მრგვალი მაგიდა ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების განსახილველად
18 ოქტომბერს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ – ფარგლებში თბილისში გაიმართა სამუშო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა პატიმართათვის ფსიქიატრიული დახმარების გაუმჯობესების საკითხებს.

შეხვედრაზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ, ბ-ნმა არჩილ თალაკვაძემ განიხილა ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონსა და პატიმრობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ ფსიქიატრთა ასოციაციებისა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ფსიქიატრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ამ დარგის სხვა ადგილობრივი ექსპერტები. ცვლილებების პროექტი მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პატიმრებისთვის ხელმისაწვდომი იყოს დროული და სათანადო მკურნალობა და, ამასთან, პატიმართათვის გაწეული დახმარება იყოს იმავე სტანდარტის, როგორიც აქვთ სამოქალაქო პირებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ პატიმართა არანებაყოფლობით მკურნალობაზე, ვისაც თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ძალუძს გადაწყვეტილების მიღება, ან უარს ამბობს მკურნალობაზე, ისევე როგორც ასეთ პატიმართა უფლებების დაცვაზე.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დისკუსიის შედეგებს ასახავს ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონსა და პატიმრობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებში და შესწორებულ ვერსიას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს.
 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.