ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge
24.01.13
საქართველო - რუსეთი:
ომიდან ოთხი წლის შემდეგ, ხალხის სიცოცხლე პოლიტიკაზე მაღლა უნდა იყოს დაყენებული
სტრასბურგი,
23.01.2013 - სასწრაფო ჰუმანიტარული საჭიროებები, რომლებიც არსებობდა საქართველოს
და რუსეთს შორის 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ,
მოგვარებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი,
გრძელვადიანი ჰუმანიტარული სირთულეები, რომელთა გადალახვაც ამ დროისათვის ვერ
ხერხდება, რადგან ‘პოლიტიკა ხალხის ცხოვრებაზე მძიმე გავლენას ახდებს’, განაცხადეს
დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაზე (PACE).
დამტკიცებული ტექსტის მიხედვით,
რომელიც ეფუძნება თინა აკეტოფტის (შვედეთი, ALDE)
ანგარიშს, მცირე რაოდენობით იძულებით გადაადგილებულ პირთა გალისა და ახალგორის
რეგიონებში დაბრუნებების გამონაკლისით,
იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების
საკითხიბუნდოვანია . ეს ნიშნავს, რომ
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისა
და საარსებო წყაროთი
უზრუნველყოფის საკითხი
ისევ დარჩებადასაძლევ პრობლემად
საქართველოს
ხელისუფლებისათვის.
ასამბლეის მიხედვით, იმ
პირთა ყოველდღიური ცხოვრება, რომლებზეც გავლენა მოახდინა კონფლიქტმა, შესაძლოა
გაუმჯობესებული იქნას მცირე ნაბიჯების გადადგმითაც, ასეთი შეიძლება იყოს
ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზეუფრო მეტად თავისუფალი
მიმოსვლის
უფლება, ან დიალოგის
გაძლიერება ყველა დონეზე
(სტუდენტების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკურ დონეზე), რათა აღმოიფხვრას
არსებული უნდობლობა.
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.