პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
23.10.13
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება

სტრასბურგი, 23.10.2013 –  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 26 წევრისაგან შემდგარი დელეგაცია, მარიჩელ მატეუ პის (ანდორა, ALDE) ხელმძღვანელობით, ეწვევა საქართველოს 25-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით, რათა დააკვირდეს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპარლამენტის, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლებთან ერთად.

27 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებამდე დელეგაცია შეხვდება საარჩევნო კანდიდატებს, იუსტიციის მინისტრს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, და ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.

ვიზიტის დროს სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციას გასწევს  ვენეციის კომისიის  -სამართლებრივ საკითხებში ევროპის საბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის  -  წევრი.  

***

ერთობლივი პრეს კონფერენცია გაიმართება ორშაბათს, 28 ოქტომბერს (დრო და ადგილი დასაზუსტებელია)

დელეგაციის წევრების სია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის განცხადება

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.