პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
22.05.13
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის კომენტარი თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისის ქუჩებში გამოვლენილმა ძალადობამ აჩვენა, რომ მთავრობის მხრიდან მიღებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი იმ ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც მონაწილეობდნენ ლგბტი-ს აქციაში. პოლიცია არ იყო მზად იმისათვის, რომ გამკლავებოდა მოწინააღმდეგე დემონსტრანტთა დიდ რაოდენობას, რომელთა წარმომადგენლებიც თავს ესხმოდნენ ლგბტი-ს შეკრების მონაწილეებს.

ხელისუფლების ორგანოებმა, პრემიერ მინისტრის ჩათვლით, დაგმეს ძალადობა და გამოხატეს მზადყოფნა, რომ დაისაჯონ დამნაშავეები. ეს პირველი პოზიტიური ნაბიჯია. ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან, რომ ხელი შეუშალონ და პასუხი გასცენ ნებისმიერ შემდგომ მუქარას, მიმართულს ლგბტი-ს თემის წინააღმდეგ; ასევე დაუყოვნებლივ გამოიძიონ ძალადობრივი ქმედებები და პასუხი მოსთხოვონ მათ, ვინც უბიძგებდა ძალადობრივი ქმედებებისკენ ან ჩადიოდა მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება სიგნალი, რომ ძალადობა და სიძულვილის ენა ლგბტი პირთა მიმართ შეიძლება გაგრძელდეს და დარჩეს დაუსჯელი.

განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ლგბტი პირთა წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. პოლიტიკური ლიდერები და სხვა ავტორიტეტული პირები საქართველოში ვალდებულნი არიან, რომ ხელი შეუწყონ ამ მიზნის მიღწევას.


 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.