პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
19.04.13
მრგვალი მაგიდა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე რეაგირების დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების შესახებ.
22-23 აპრილს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზედამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმები სამართალდამცველთა მიერ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებზე რეაგირებისთვის”. შეხვედრაზე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ ევროპულ პრაქტიკას სამართალდამცველთა მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიების ეფექტიანი მექანიზმების შესახებ. ასევე განიხილავენ საქართველოში მსგავსი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხს. შეხვედრას დაესწრებიან იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი და მთავარი პროკურორი, ასევე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დირექტორატის დირექტორი, ბატონი კრისტოს ჯაკუმოპულოსი და საქართველოში ევროპის კავშირის დელეგაციის ხელმძაღვანელის მოადგილე, ბატონი ბორის იაროჩევიჩი.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები თავდაპირველად განიხილავენ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საჩივრების გამოძიების ევროპულ პრაქტიკას, რომელსაც მოჰყვება სესია სამართალდამცველთა წინააღმდეგ საჩივრების გამოძიების საქართველოში არსებული გამოცდილების შესახებ. აღნიშნულ სესიაში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები ყველა სამთავრობო უწყებიდან. ბოლო სესია დაეთმობა  საქართველოში საჩივრების გამოძიების დამოუკიდებელი ორგანოს შესაძლო შექმნას.

 შეხვედრა ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის - “არასათანადო მოპყრობასა და დაუსჯელობასთან ბრძოლის ხელშეწყობა” – ფარგლებში

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.