პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
17.05.13
საერთაშორისო დღე ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ
სტრასბურგი, 16/05/2013 - ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღის (IDAHO) აღსანიშნავად გენერალურმა მდივანმა იაგლანდმა მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, ებრძოლონ დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.
„სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის მოტივით სიძულვილით ჩადენილი დანაშაული არის ადამიანის არსებითი უფლებების დარღვევა. ევროპელებმა უნდა დაიცვან გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი გაერთიანების უფლებები. ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობა დღესაც ნაკლულია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე აშკარა თუ ფარულ დისკრიმინაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. მე მოვუწოდებ მათ, რომ იმუშაონ ევროპის საბჭოსთან ერთად პროგრესისათვის, რათა ლესბოსელები, გეიები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები სრულად სარგებლობდნენ თავიანთი უფლებებით“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა, იაგლანდმა.

* * *
დამატებითი ინფორმაცია
ევროპის საბჭო წარმართავს ბრძოლას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ, მათ შორის, მიმდინარე ლგბტ-ს პროექტის მეშვეობით. 2010 წელს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საგანგებო რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომელიც ითვალისწინებს მრავალწახნაგოვან ჩარჩოს იმის განსაზღვრისათვის, თუ რა საჭიროებს გაუმჯობესებას. მინისტრთა კომიტეტი ადევნებს თვალყურს, რამდენად ხორციელდება ეს რეკომენდაცია წევრ სახელმწიფოებში.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.