პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
16.09.13
ევროპის საბჭოს ექსპერტები საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის ოთხ დაწესებულებას შეაფასებე

16-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, ევროპის საბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ორი ჯგუფი მთელი საქართველოს მასშტაბით    ოთხი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებას შეაფასებს. აღნიშნული დაწესებულებებია: ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი თბილისში, რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო ხელვაჩაურში, ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ხონში და ფსიქონევროლოგიური დისპანსერი თელავში.

ექსპერტები ყურადღებას გაამახვილებენ შემდეგ საკითხებზე: სათანადო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის საკითხები, საცხოვრებელი პირობები, პაციენტის ინფორმირებულობა, გასაჩივრების მექანიზმი და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

დაწესებულებათა შეფასების შედეგები და რეკომენდაციები გამოიყენება იმისათვის, რომ შემუშავდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეფექტიანი მკურნალობისა და მენეჯმენტის სახელმძღვანელო პრინციპები.

აქტივობა ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.