პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
15.10.13
ევროპის საბჭოს კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) აქვეყნებს საკუთარ დასკვნებს საქართველოსთან მიმართებაში პრიორიტეტული რეკომენდაციების განხორციელების შესახებ

სტრასბურგი, 15.10.2013 - ევროპის საბჭოს კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) დღეს გამოაქვეყნა საკუთარი დასკვნები 2010 წელს კომისიის ანგარიშში გაწეული პრიორიტეტული რეკომენდაციების განხორციელების შესახებ.

ECRI-ს მონიტორინგის პროცესის მეოთხე ციკლის კონტექსტში, შუალედური ანგარიშის ახალი პროცედურა იქნა შემოღებული ECRI-ს მიერ თითოეული ქვეყნისათვის გაწეული სამ რეკომენდაციასთან მიმართებაში. ყოველი ანგარიშის გამოქვეყნებიდან ორი წლის შემდეგ ECRI კომუნიკეთი მიმართავს შესაბამის მთავრობას იმის დასაზუსტებლად, თუ რა გაკეთდა იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომლებზეც პრიორიტეტული ანგარიში იყო მოთხოვნილი.

მთავრობისაგან მიღებულ პასუხისა და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ECRI გამოიტანს დასკვნებს თუ როგორ სრულდება მის მიერ გაწეული რეკომენდაციები. ეს დასკვნები ეხება მხოლოდ პრიორიტეტულ რეკომენდაციებს და მათი მიზანი არ არის რასიზმისა და შეუწყნარებლობის შესახებ შესაბამის ქვეყანაში მიმდინარე ყველა სიახლის შესახებ ყოვლისმომცველ ანალიზის გაკეთება.

ამ ახალი შუალედური ანგარიშის პროცედურის საშუალებით, ECRI-ს მიზანია დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს ანგარიშებში გაწეულ რეკომენდაციებზე საუკეთესოდ რეაგირებაში.

დასკვნები და ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ

 

ECRI წარმოადგენს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ორგანოს, რომელიც შედგება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან და რომელიც მონიტორინგს უწევს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: რასიზმი, ქსენოფობია, ანტისემიტიზი, შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია ‘რასობრივ, ეთნიკურ/ეროვნული წარმომავლობის, კანის ფერის, მოქალაქეობრივი და რელიგიური კუთვნილებისა და ენობრივ ნიადაგზე. ECRI ამზადებს ანგარიშებს და გასცემს რეკომენდაციებს წევრი სახელმწიფოებისათვის.

ECRI-ს შესახებ მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.coe.int/ecri

საკონტაქტო პირი პრესისათვის: სტეფანო ვალენტი, ტელ: +33 (0)3 90 21 43 28,

stefano.valenti@coe.int

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.