პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
14.08.14
ტრენინგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისთვის ევროკონვენციაზე
2013 წლის 10-11 აგვისტოს, ევროპის საბჭოს ექსპერტმა, მარეკ ნოვიცკიმ (ადამიანის უფლებათა საკითხებში საკონსულტაციო პალატის თავმჯდომარე, გაეროს მისია კოსოვოში) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებისთვის ჩაატარა სემინარი კაჭრეთში. ტრენინგის თემები იყო: ევროკონვენციის მე-10 და მე-14 მუხლები (გამოხატვის თავისუფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა). ბ-ნმა ნოვიცკიმ მსმენელებს გააცნო ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროსასამართლოს მოთხოვნების ქართულ სასამართლო პრაქტიკაში ასახვა. სემინარის დროს მოხდა ასევე იმ უახლესი პრეცედენტების განხილვა, რომლებიც განსაკუთრებით რელევანტურია ქართული სასამართლო სისტემისთვის.  

ევროპის საბჭოს აღნიშნული ღონისძიება ჩატარდადანიის საქართველოს პროგრამა 2010-2013, სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობაფარგლებში.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.