პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
13.13.13
ტრენინგი სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მთავარი ექიმებისთვის
 

ევროპის საბჭოს ორი ექსპერტი ჩაატარებს ტრენინგს ჯანდაცვის სერვისების ეფექტურ მართავასა და  მიწოდებაზე გუდაურში, 2013 წლის 14-16 დეკემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელთათვის, ხოლო 17-19 დეკემბერს - სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მთავარი ექიმებისთვის. ტრენინგის ამოცანაა, როგორც ექიმების ასევე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება პატიმართა  შორის დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის  ეფექტიანად მართვის უზრუნველსაყოფად. ტრენინგი მონაწილეებს მისცემს საშუალებას, გაეცნონ ჯანდაცვის ევროპულ სტანდარტებს, გაიღრმავონ ცოდნა მენეჯმენტის სფეროში და აღიჭურვონ სათანადო და საჭირო უნარებით პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით.

 

 

აქტივობა ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.