პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
13.02.13
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის, ქალბატონი გაბრიელა ბატაინი-დრაგონის ვიზიტი საქართველოში
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ქალბატონი გაბრიელა ბატაინი-დრაგონი ვიზიტით ეწვევა თბილისში 14-15 თებერვალს. მას თან ახლდება დირექტორი პოლიტიკური საკითხებში, ბატონი ალექსანდრე გიოსელი, და პროგრამების გენერალური დირექტორატის ოფისის დირექტორი, ქალბატონი ვერენა ტეილორი.

ვიზიტის მიზანია საქართველოს მთავრობასთან დაიწყოს განხილვები მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. თანამშრომლობის მსგავსი ტიპის დოკუმენტები დამოწმებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ. ისინი არსებობენ ევროპის საბჭოს წევრ ბევრ სახელმწიფოში, თუმცა ჯერ-ჯერობით არა საქართველოში, და მათი საშუალებით მიიღწევა სტრატეგიის უკეთესი ხილვადობა და მტკიცე თანამშრომლობ.

გენერალური მდივინის მოადგილის ვიზიტის პროგრამაში დაგეგმილია შეხვედრები მინისტრების ფართო წრესთან, მათ შორის პრემიერ მინისტრთან.


 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.