პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
13.02.13
საქართველოს ვიზიტი -ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გმობენ თბილისში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას
სტრასბურგი, 08.02.2013 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, მაიკლ ასტრუპ იენსენმა (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE) და ბორის ცილევიჩმა (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC), დაგმეს 8 თებერვალს საპროტესტო აქციის დროს მომხდარი ძალადობა, რომელიც მოხდა ეროვნული ბიბლიოთეკის წინ, სადაც დაგეგმილი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა.


‘ძალადობას არ აქვს ადგილი დემოკრატიული პროტესტის დროს,’ განაცხადეს თანამომხსენებლებმა. ‘ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება გაზარდოს დაძაბულობა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს სრულფასოვნად გამოიძიონ ძალადობის დასაწყისი, და დასაჯონ ყველა დამნაშავე საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში,’ დასძინეს მათ.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.