პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
11.09.13

ეთნო ჯაზის კონცერტი, ორგანიზებული ევროპის საბჭოსა და სომხეთის საელჩოს მიერ

12 სექტემბერს, კაფე დე ფრანს-ში (Café De France), გ. ტაბიძის ქ. #3/5 გაიმართება ეთნო ჯაზის კონცერტი ბენდის ‘მიქაელ ვოსკანიანი და მეგობრები’ მონაწილეობით. კონცერტი ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა და საქართველოში სომხეთის საელჩოს მიერ. ღონისძიება ტარდება ევროპის საბჭოს სომხეთის თავმჯდომარეობის აღსანიშნავად. ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს ევროპის საბჭოს კამპანიის ‘არა სიძულვილის ენას’ შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

საღამოს დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ინფორმაცია სომხეთის თავმჯდომარეობის შესახებ შეგიძლიათ მოიპოვოთ შემდეგ ბმულზე, ხოლო ინფორმაცია ევროპის საბჭოს კამპანიის ‘არა სიძულვილის ენას’  შესახებ იხილეთ აქ.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ან დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ევროპის საბჭოს ოფისს საქართველოში, ტელ: +995 32 2913870/71/72

ან, სომხეთის საელჩოს საქართველოში, ტელ: +995 32 2951723

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.