პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
17.01.13
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია: საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

სტრასბურგი, 11.01.2013 - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ევროკავშირის გაფართოებასა და სამეზობლო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ევროკომისარ სტეფან ფულეს, იტალიის იუსტიციის მინისტრის პაოლა სევერინოს (დასადასტურებელია) მიმართვები  წარმოადგენენ რიგ მნიშვნელოვან მოვლენებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2013  წლის ზამთრის სესიაზე, რომელიც ჩატარდება 21-25 იანვარს.

ასევე მნიშვნელოვან მოვლენებს შორის არის: დებატები აზერბაიჯანის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხსა და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების საკითხის დამატებითი განხილვა, მდგომარეობა კოსოვოში,* ევროპაში მედიის თავისუფლების მდგომარეობა და საქართველოსა და რუსეთში ჰუმანიტარული სიტუაცია კონფლიქტისა და ომის შედეგად დაზარალებულ ადგილებში.

 

პარლამენტარებს მიმართავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორნბიორნ იაგლანდი, ხოლო ანდორის საგარეო საქმეთა მინისტრი გილბერტ საბოია სუნიე ასამბლეას მინისტრთა კომიტეტის კომუნიკაციას წარუდგენს.

 

ასევე დღის წესრიგშია: ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანური წარმომავლობის ორგანოებით, ქსოვილებით და უჯრედებით ტრეფიკინგის წიინააღმდეგ; სტრასბურგის სასამართლოს ეფექტურობის უზრუნველყოფა, წევრ სახელმწიფოებში სტრუქტურული ნაკლოვანებებზე ფოკუსირებით; და ბულგარეთთან მონიტორინგის შემდგომი დიალოგი.

 

დღის წესრიგის სამუშაო ვერსია

სესიის სამუშაო დოკუმენტები

 *ამ ტექსტში არსებული ყველა მითითება კოსოვოზე, შეეხება ეს  ტერიტორიას, ინსტიტუციებს თუ მოსახლეობას, გაგებული უნდა იქნეს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციასთან სრულ შესაბამისობაში და კოსოვოს სტატუსზე მიკერძოებულობის გარეშე.  

***

 დღის წესრიგის სამუშაო ვერსია

დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას ასამბლეა სესიის გახსნის დღეს მიიღებს

 

ორშაბათი 21 იანვარი

·        ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნები

·        ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები

·        ბიუროსა და მუდმივი კომიტეტის პროგრესის ანგარიში

·        მინისტრთა კომიტეტის კომუნიკაცია საპარლამენტო ასამბლეისადმი, რომელსაც პრეზენტაციას გაუკეთებს გილბერტ საბოია სუნიე, ანდორის საგარეო საქმეთა მინისტრი და მინისტრთა კომიტეტის თავჯდომარე

·        საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

 

სამშაბათი 22 იანვარი

·        სიტუაცია კოსოვოში* და ევროპის საბჭოს როლი

·        ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კომუნიკაცია, ტორნბიორნ იაგლანდი

·        რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) აქტივობები და EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტის ჰანს პეტერ ლანკესის განცხადება

·        სტრასბურგის სასამართლოს ეფექტურობის უზრუნველყოფა: სტრუქტურული ნაკლოვანებები წევრ სახელმწიფოებში და იტალიის იუისტიციის მინისტრის, პაოლა სევერინოს განცხადება (დასადასტურებელია)

 

 

ოთხშაბათი 23 იანვარი

·        საქართველო და რუსეთი: ჰუმანიტარული სიტუაცია კონფლიქტითა და ომით დაზარალებულ ადგილებში

·        თავისუფალი დებატები

·        ერთობლივი დებატები:

o       აზერბაიჯანის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება

o       აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების საკითხის დამატებითი განხილვა

·        ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანური წარმომავლობის ორგანოებით, ქსოვილებით და უჯრედებით ტრეფიკინგის წიინააღმდეგ

 

 

ხუთშაბათი 24 იანვარი

·        შესაძლო დებატები სასწრაფო პროცედურების ან მიმდინარე საქმეთა საკითხზე

·        ევროკავშირის გაფართოებასა და სამეზობლო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ, ევროკომისარ სტეფან ფულეს მიმართვა

·        ევროპაში მედიის თავისუფლების მდგომარეობა

·        ბულგარეთთან მონიტორინგის შემდგომი დიალოგი

 

პარასკევი 25 იანვარი

·        გენდერული თანასწორობა, პირადი და სამსახურებრივი ცხოვრების შეთავსება და საერთო პასუხისმგებლოა

·        მიგრანტების ტრეფიკინგი ძალადობრივი დასაქმებისათვის

* * *


სასარგებლო ინფორმაცია

პირდაპირი ინტერნეტ ჩვენება: სესია ნაჩვენები იქნება პირდაპირი ეთერით ინტერნეტ სივრცის საშუალებით

პრეს კონფერენცია: PACE-ის პრეზიდენტი პრეს კონფერენციას გამართავს ორშაბათს, 21 იანვარს დილის 10:30 საათზე. სხვა პრეს კონფერენციების ზუსტი დრო გამოცხადებული იქნება ადგილზე. პრეს კონფერენციების ჩვენება იქნება პირდაპირი ეთერით ინტერნეტ სივრცის საშუალებით.

 

სატელევიზიო განყოფილებებისათვის: ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ვიდეოების გადმოწერა შესაძლებელი იქნება ღონისძიებიდან ორი საათის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაცის მისაღებად ევროპის საბჭოს აუდიოვიზუალური სამსახურისაგან მიმართეთ, ტელ. + 33 3 88 41 25 64 (სესიამდე) ან +33 3 88 41 35 00 (სესიის დროს).

 

აკრედიტაციისათვის: კომუნიკაციის დირექტორატი: accreditation@coe.int.

 

დამატებითი დეტალებისათვის იხილეთ: ასამბლეის ვებ გვერდი

 

საკონტაქტო ინფორმაცია: PACE კომუნიკაციის განყოფილება, ტელ. +33 3 88 41 31 93; pace.com@coe.int

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.