პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
10.12.113
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღნიშვნა
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2013 წლის 10 დეკემბერს ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოშ და, შვედეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ნიდერლანდების  და  დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოები, ისევე როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი საქართველოში, სახალხო დამცველის ოფისი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გეპატიჟებიან  ღონისძიებაზე  საქართველოს მრავალფეროვნების აღსანიშნავად და საქართველოში მაცხოვრებელი უმცირესობათა ჯგუფების წინაშე მდგარი გამოწვევების წინ წამოსაწევად. ღონისძიება გაიმართება 2013 წლის 10 დეკემბერს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (მისამართი: რუსთაველის გამზირი 27) 17:00 საათიდან 19:00 საათამდე. ღონისძიების შემდეგ გაიმართება მიღება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დისკრიმინაციის წინააღმდეგ და უმცირესობების უფლებების დაცვაზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანის უფლებათა დამცველები. ამასთანავე, დამსწრეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა უმცირესობების ჯგუფების და მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მოისმინონ მათი პირადი ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოში ცხოვრება,. 

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე საქართველოში აღინიშნება სლოგანით საქართველოს მრავალფეროვნება: ადამიანის უფლებები ყველასათვის’, ღონისძიება ტარდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ხელმოწერის 65- წლისთავთან დაკავშირებით.  მიმდინარე წელს ასევე აღინიშნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ძალაში შესვლის მე-60 წლისთავი, რამაც  უამრავ ევროპელს მისცა საშუალება აღედგინა სამართალი და დაეცვა საკუთარი ძირითადი უფლებები.

 

საკონტაქტო პირი დამატებითი ინფორმაციისათვის: ნინო სუთიძე, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის თანაშემწე

ელ-ფოსტა: nsutidze@epfound.ge; ტელეფონი: +995 32 225 39 42/43 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.