პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
08.07.13
რელიგიები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
8-26 ივლისი, სტრასბურგი - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი (IIHR) ორგანიზებას უკეთებს 44-ე წლიურ სასწავლო სესიას თემაზე ‘რელიგიები და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი’.

სესიას გახსნის ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ტორნბიორნ იაგლანდი. მონაწილეთა შორის იქნებიან IIHR-ის პრეზიდენტი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი ჟან-პოლ კოსტა; ამერიკის ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი და ყოფილი პრეზიდენტი, დინა შელტონი; სტრასბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო სამართლის პროფესორი და IIHR-ის გენერალური მდივანი, სებასტიან ტაუზი.

ტორნბიორნ იაგლანდი და ჟან-პოლ კოსტა პრეს კონფერენციას გამართავენ ორშაბათს, 8 ივლისს, 10:30 საათზე ევროპის სასახლეში (Palais de l’Europe).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: astrid.salcedo@iidh.org, tel. +33681863551

 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.