პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
06.03.13
მინისტრმა გახსნა ტრენინგი „პრობაციის ოფიცრის როლი სოციალურ მუშაობაში“
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში 25 თებერვალს დაიწყო სოციალური მუშაკის კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგი პრობაციის ოფიცერთათვის, რომელიც გახსნა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მის მოადგილეებთან - გრიგოლ გიორგაძესთან და სოფიო ჯაფარიძესთან ერთად.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მაღალპროფესიული კადრების მოზიდვა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის ხელშესაწყობად შემუშავდა, რაც პრობაციის ოფიცრებისთვის სოციალური მუშაობის გაწევის თაობაზე სპეციფიურ სწავლებას მოიცავს. სატრენინგო თემატიკა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა სოციალური მუშაკის სამსახურის სპეციფიკა, ქცევის ცვლილების მოდელები, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის თავისებურებები, კომუნიკაციის როლი და ფორმები სოციალურ სამუშაოში და სხვა. სწავლება 4 ეტაპად გაიმართება და სპეციალური პროგრამით გადამზადდება 81 პრობაციის ოფიცერი.

ტრენინგი ევროსაბჭოს მიერ განხორციელებული პროგრამის - ”დანიის საქართველოს პროგრამის 2010-2013 სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა”- ფარგლებში ტარდება.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.