პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
05.12.13
ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგანგებო კომიტეტის ანგარიში 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე დაკვირვების შესახებ

2013 წლის 22 ნოემბერს ვენაში ავსტრიის პარლამენტში მინისტრთა კომიტეტის ავსტრიის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა. კომიტეტმა განიხილა და მიიღო რიელ მატეუ პი- ხელმძღვანელობით ბიუროს საგანგებო კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში  2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე დაკვირვების შესახებ კომიტეტმა მომზადებულ ანგარიშში აღნიშნა რომ საპრეზიდენტო არჩევნები ' ეფექტურად იყო ორგანიზებული, იყო გამჭირვალე და ჩატარდა მშვიდობიან და კონსტრუქციულ გარემოში. გამოხატვის, გადაადგილების და შეკრების ფუნდამენტალური თავისუფლებები დაცული იყო, და კანდიდატებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ შეზღუდვის გარეშე. საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს  საარჩევნო ადმინისტრაციის შემწეობით მშვიდობიანი გარემოსა და ინკლუზიური პროცესის პირობებში, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მათი პოლიტიკური სიმწიფე. ეს არჩევნები ქვეყნისთვის და მთლიანი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.’

ანგარიში ასევე ხელმისაწვდომია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.