ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge
05.02.13
საქართველოს ვიზიტი -
მომავალი მოსაზრებები მართლმსაჯულებისა და ამნისტიის კანონზე
2013
წლის 6-7 თებერვალს ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისს ეწვევა.
შეხვედრები დაგეგმილია იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან, უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარესთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან,
საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციასთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
ეს შეხვედრები დაგეგმილია ვენეციის კომისიის მიერ საერთო სასამართლოების ორგანულ
კანონში შესატანი ცვლილებებისა და ამნისტიის კანონის შესახებ მოსაზრებების
მომზადების კონტექსტში.
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.