პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
04.10.13
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი დევნილთა საცხოვრებელ პირობებს შეაფასებს

3-5 ნოემბერს, ბატონი რენე რუკე (საფრანგეთი SOC) განახორციელებს ინფორმაციის მოსაძიებელ ვიზიტს საქართველოში, რათა ადგილზე დააკვირდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ პირობებს. ვიზიტი ხორციელდება მისი ანგარიშის - ალტერნატივა ევროპის სტანდარტთან შეუსაბამო, კომპაქტურად დასახლებულ დევნილთა ცენტრებისთვის - მოსამზადებლად.

თბილისში მომხსენებელი შეხვდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, სხვადასხვა საპარლამენტო კომიტეტების წევრებს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

ბატონი რუკე ეწვევა თბილისისა და რუსთავის კოლექტიურად დასახლებულ ცენტრებს, და ასევე მოინახულებს დევნილთათვის განკუთვნილ დასახლებას წეროვანში.

 

პრეს კონფერენცია გაიმართება ევროპის საბჭოს საქართვლოს ოფისში (ძმები კაკაბაძეების ქუჩა #26) სამშაბათს, 5 ნოემბერს 17:30 საათზე

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.