პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
02.12.13
მრგვალი მაგიდა ციხის ჯანდაცვის რეფორმაზე

 

 

3 დეკემბერს, სასტუმრო „ძველ თბილისში“ დაგეგმილია მრგვალი მაგიდა ციხის ჯანდაცვის რეფორმის თაობაზე. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი განიხილავენ ციხის ჯანდაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას საქართველოს სახალხო დამცველთან, საქართველოში სამართლებრივ და კონსტიტუციურ რეფორმებსა და ადამიანის უფლებებზე ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველთან, ბ-ნ თომას ჰამარბერგთან, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ქ-ნ კატერინა ბოლონიეზესთან, ადგილობრივ ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად.

 

მრგვალი მაგიდა წარმოაჩენს როგორც ციხის ჯანდაცვის რეფორმისა და სტრატეგიის ძირითად მიღწევებს, აგრეთვე, მის განხორციელებაში გამოვლენილ სირთულეებს. დამატებით, მრგვალ მაგიდაზე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ციხეებში სხვადასხვა დაავადებების პრევენციის მიზნით შექმნილი ვიდეოკლიპებისა და ციხის ჯანდაცვაზე პერსონალისთვის გადაღებული სასწავლო ფილმის ჩვენება გაიმართება.

 

მრგვალი მაგიდა იმართება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მხარდაჭერით.

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.