პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
01.02.13
ტრენინგი მოსამართლეთა თანაშემწეებისათვის აზრის, სინდისის, რელიგიის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე
დანიის მთავრობისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – “სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობის” - ფარგლებში 2 და 3 თებერვალს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართება ტრენინგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეების ახალი ჯგუფისათვის. მოსამართლეთა თანაშემწეები გაეცნობიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მაგალითებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 (აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებს. სემინარი გააერთიანებს თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ მუშაობას კაზუსებზე იმ მიზნით, რომ მონაწილეებმა მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.