პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
31.05.12
დიდი ბრიტანეთი თავმჯდომარეობას ალბანეთს გადასცემს
23 მაისს სტრასბურგში გაიმართა მინისტრთა კომიტეტის 122- სესია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰაგის თავმჯდომარეობით. შეხვედრამ დაასრულა ბრიტანეთის ექვსთვიანი თავმჯდომარეობა, რომელიც მიმართული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის გრძელვადიანი ეფექტურობის დაცვის საგარანტიოდ.

შეხვედრის დასასრულს ბატონმა ჰაგმა თავმჯდომარეობა გადასცა ალბანეთის პრემიერ მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრს ედმონდ ჰაქსინასტოს, რომელმაც შემდეგ წარმოადგინა საკუთარი ქვეყნის ექვსთვიანი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები.  

იმისათვის, რომ დაიცვას და ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ღირებულებებს, ალბანეთი თავმჯდომარეობის პერიოდში კონცენტრირებას მოახდენს შემდეგ პრიორიტეტებზე:

1. მდგრადი დემოკრატიული საზოგადოებების ხელშეწყობა;

2. ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის გაძლიერება 

3. კანონის უზენაესობის ხელშეწყობა ევროპაში;

4. ორგანიზაციის პოლიტიკური რეფორმის ხელშეწყობა

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გრძელვადიანი ეფექტურობის გარანტია;

6. ადამიანის უფლებების ხელშეწყობის გარანტირება

7. შიდა და საერთაშორისო ინსტიტუციონალური დიალოგის სტიმულირება.

 მიჰყევით შემდეგ ბმულს ალბანეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტების უფრო დეტალური ინფორმაციისათვის.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.