პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
31.01.12

ვენეციის კომისიის მდივანი კანონზე მოქალაქეთა პოილტიკური გაერთიანებების შესახებ შეკითხვებს პასუხობს

ქართველ ჟურნალისტთა მიერ დასმული შეკითხვების პასუხად ვენეციის კომისიის მდივანმა, ტომას მერკერტმა აღნიშნა, რომ ტექსტი კანონისა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ, რომელიც მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ, შეიცავდა რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს იმ ტექსტთან შედარებით, რომელიც გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში. ეს ცვლილებები მოიცავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ დამატებით შეზღუდვებს. ბატონმა მერკერტმა ვერ შეძლო პოზიტიურად ან ნეგატიურად შეეფასებინა ეს ცვლილებები, რადგან ამისათვის საჭირო იქნებოდა მიღებული ტექსტის საფუძვლიანი შესწავლა ვენეციის კომისიის მიერ, რაც არ მომხდარა.  

საკითხის მომდევნო განვითარებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტთან (CDL-AD(2011)044revდაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომისიას ეცნობება მარტში, შემდეგი პლენარული სხდომის დროს

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: Text of the opinion of the Venice Commission

 

www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.