პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
30.11.12
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში
წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა ან დასჯის აღკვეთის ევროპის კომიტეტის (CPT) დელეგაცია 5-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში დაიწყო 2012 წლის 19 ნოემბერს. ვიზიტის დასაწყისში დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან. დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობა, რომელიც დაიწყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე 18 სექტემბერს ვიდეო-მასალის გამოქვეყნების შემდეგ. აგრეთვე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები, ადმინისტრაციული და სხვა ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა და იგეგმება საქართველოს ხელისუფელების მიერ სასჯელაღსრულების სისტემაში.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაცია შეხვდა იუსტიციის მინისტრს ქ-ნ თეა წულუკიანს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ბ-ნ სოზარ სუბარს, გენერალურ პროკურორს ბ-ნ არჩილ კბილაშვილს. დელეგაციამ კონსულტაციები გამართა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელთან ქ-ნ ტატა ხუნწარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ქ-ნ ეკა ბესელიასა და მის მოადგილეს ქ-ნ ჩიორა თაქთაქიშვილს.
შეხვედრების შემდეგ დელეგაცია ეწვია გლდანის No.8 და ქუთაისის No.2 სასჯეაღსრულების დაწესებულებებს, სადაც გადმოცემით ადგილი ჰქონდა პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობას.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შემდეგი წევრები:
- ლატიფ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი), წამების საწინააღმდეგო კომიტეტის პრეზიდენტი და დელეგაციის ხელმძღვანელი;
- ჰარიტინი დიპლა (საბერძნეთი), წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი;
- - ჯორჯ ალემპიევიჩი (სერბეთი)
- - სელსო დას ნევეს მანათა (პორტუგალია)
- - მარჟენა ქსელი (პოლონეთი)
- - ანა რაკუ (მოლდოვა).


 დელეგაციის წევრებს ახლდა ბორის ვოდსი, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სამდივნოს განყოფილების უფროსი.
 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.