პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
30.07.12
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასწავლო პროგრამის „უნივერსალური ოფიცერი“ განხილვის მიზნით
დანიის საქართველოს პროგრამის 2010-2013 სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში 2012 წლის 30 ივლისს გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის „უნივერსალური ოფიცერი“ განხილვისა და მასში ცვლილებების შეტანის მიზნით. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობა და ტრენერები. ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი მონაწილეობას მიიღებს სასწავლო პროგრამის განხილვაში.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.