პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
29.11.12
კონფერენცია „2012 წლის საპარლამენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები“
2012 წლის 30 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, 09:30 საათზე ევროპის საბჭოს ორგანიზებით და შვეიცარიის კონფედერაციის მხარდაჭერით გაიმართება კონფერენცია „2012 წლის საპარლამენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები“. კონფერენციაზე იმსჯელებენ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც სასურველია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისა და მართვისას გაგრძელდეს გაუმჯობესება, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც აღინიშნა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

კონფერენციას გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი, ევროპის საბჭოს დემოკრატიული მმართველობის, კულტურის და მრავალფეროვნების დეპარტამენტის დირექტორი ქ-ნი კლაუდია ლუჩიანი და შვეიცარიის ელჩი საქართველოში ბ-ნი გუნტერ ბეხლერი. კონფერენციას ასევე დაესწრებიან პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საერთაშორისო საზოგადოების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

დისკუსია გაიმართება ოთხი თემის გარშემო: საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაცია; წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება და ადმინისტრაციული რესურსები; მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი; მომავალი ნაბიჯები.
 

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.