პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
29.08.12
სამუშაო შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის თანამშრომელთა სასწავლო პროგრამების განახლების მიზნით
რუსთავში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, 2012 წლის 30 აგვისტოდან დანიის საქართველოს პროგრამის 2010-2013 „სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაგეგმილია ოთხდღიანი სამუშაო შეხვედრა სასწავლო ცენტრის ფარგლებში მოქმედი სასწავლო პროგრამების განხილვისა და განახლების მიზნით. ევროპის საბჭოს ორი უცხოელი ექსპერტი და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობა და ტრენერები მიიღებენ მონაწილეობას სასწავლო პროგრამების განხილვაში.  განხილვის შედეგად მოქმედი სასწავლო პროგრამები განახლდება, რაც ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის თანამშრომელთა სასწავლო პროცესში ევროპული სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო გამოცდილების დანერგვას.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.