პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
28.11.12
საქართველო-რუსეთის კონფლიქტი: პოლიტიკა აფერხებს ჰუმანიტარულ პროგრესს - PACE-ს კომიტეტის გაფრთხილება
საქართველოსა და რუსეთს შორის ომიდან ოთხი წლის თავზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) იძლევა გამაფრთხილებელ სიგნალს იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც აფერხებს ომის შედეგად წარმოშობილ ჰუმანიტარულ საკითხთა პროგრესის შესაძლებლობებს.
გუშინ ჟენევაში დამტკიცებულ რეზოლუციის პროექტში, რომელიც ეყრდნობა თინა აკეტოფტის (შვედეთი, ALDE) ანგარიშს, მიგრაციის კომიტეტი აღნიშნავს, რომ კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგები კვლავ რჩება სერიოზულ პრობლემად: „მიუხედავად იმისა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა (IDPs) და ლტოლვილთა გადაუდებელი საჭიროებები დიდწილად დაკმაყოფილდა, შეინიშნება კონფლიქტის ნელი, მაგრამ აშკარა გაყინვა და ამ პროცესში ადამიანები და მათი ცხოვრება გადაფარა პოლიტიკამ“.
კომიტეტი ამბობს, რომ ყველა მხრიდან სტატუსის საკითხთა განხილვა, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ხელმისაწვდომობა და ტერმინოლოგიური საკითხები აფერხებს განვითარების შესაძლებლობებს ჰუმანიტარული კუთხით. „ეს ბუნებით პოლიტიკური საკითხებია და ჰუმანიტარულ დისკუსიებში უნდა იყოს არა პირველადი, არამედ მეორადი მნიშვნელობის“, - აღნიშნავს იგი. უახლესმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა საქართველოში, რაც მოჰყვა 1 ოქტომბრის არჩევნებს, შეუძლია „წარმოქმნას შესაძლებლობა დიალოგის ცვლილებისა ყოველ მხრივ“, - დამატებით აღნიშნავს კომიტეტი.
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი და საარსებო პირობების შექმნა კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის „უდიდეს ჰუმანიტარულ გამოწვევად“ - თუმცა, ამავე დროს, კომიტეტმა მიულოცა მთავრობას ამ სფეროში გაღებული ბევრი ძალისხმევა.
ანგარიშს PACE განიხილავს ზამთრის პლენარულ სესიაზე, 2013 წლის

Adopted resolution and recommendation (provisional versions)

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.