 
სტრასბურგი
25.09.2012 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 22 წევრისაგან
შემდგარი დელეგაცია, ლუკა ვოლონტეს (იტალია,EPP/CD) ხელმძღვანელობით ეწვევა
საქართველოს 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, რათა დააკვირდეს საპარლამენტო
არჩევნების ჩატარებას ეუთოს (OSCE) საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპარლამენტთან,
ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების
ორგანიზაციასთან (NATO), და ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის
უფლებების ოფისთან (ODIHR) ერთად.
1 ოქტომბერს
ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებამდე დელეგაცია შეხვდება
არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების წარმომადგენლებს,
ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის
კომისიისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარეებს, და ასევე სამოქალაქო
საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.
ვიზიტის
დროს სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციას გასწევს ვენეციის კომისიის -
სამართლებრივ საკითხებში ევროპის საბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის -
წევრი.
***
ერთობლივი
პრესკონფერენცია დაგეგმილია სამშაბათს, 2 ოქტომბერს (დრო და ადგილი დასაზუსტებელია)
საკონტაქტო
პირი:
ნატალი
ბარჯელინი, PACE-ის კომუნიკაციის განყოფილება, ტელ. +33 6 65 40 32 82,
ადგილობრივი
მობილური: +995 555114643 (29 სექტემბრიდან),
nathalie.bargellini@coe.int
დელეგაციის წევრების სია
PACE-ის წინასაარჩევნო მისიის
განცხადება
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge |