პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
25.06.12

ევროპის საბჭოს 2012 წლის მშვიდობის ახალგაზრდული ბანაკი - ახალგაზრდებისათვის და მათთან ერთად 40 წლიანი შრომის სიმბოლო

2012 წლის მშვიდობის ახალგაზრდული ბანაკი  დაიწყო დღეს და არის იმ შრომის სიმბოლო, რომელიც გასწია ევროპის საბჭომ ბოლო 4 დეკადის და მეტი ხნის განმავლობაში ახალგაზრდებისათვის და მათთან ერთად. 

ბანაკი გაგრძელდება 30 ივნისამდე და იმართება სტრასბურგის ევროპულ ახალგაზრდულ ცენტრში, რომელიც ამ წელს ზეიმობს მის მე-40 წლისთავს. 

ბანაკში არის 51 მონაწილე კონფლიქტისგან დაზარალებული რეგიონებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, კოსოვო (სხვადასხვა თემი), საქართველო, რუსეთის ფედერაცია და პალესტინა. 

შეკრების მიზანია, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ჩართვა დიალოგსა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანის უფლებების შესწავლისა და ინტერკულტურული სწავლების მეშვეობით, ასევე ახალგაზრდებისათვის შესაძლებლობის მიცემა, მიიღონ  ერთად ცხოვრებისა და სწავლის პოზიტიური გამოცდილება. მშვიდობის ბანაკი ბევრ ახალგაზრდას აძლევს უნიკალურ შანსს, პირისპირ და პირველად შეხვდეს მის მეზობელს კონფლიქტის „მეორე მხრიდან“. 

წარმატების ამბავი 

2011 წლის მშვიდობის ბანაკის შემდეგ, ექვსმა მონაწილემ ისრაელიდან და პალესტინიდან გადაწყვიტა გაემართა ყოველთვიური რეგულარული შეხვედრები ე.წ. „მწვანე ხაზზე“, შეექმნა ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ჩაერთვებოდა საზოგადოებრივ შრომაში. 

ამასთან, ევროპის საბჭომ შექმნა პროექტი „მშვიდობის ახალგაზრდა ელჩები“, 75 ახალგაზრდის მონაწილეობით. ეს პროექტი არის ახალგაზრდა ლიდერთა იდეის შედეგი, რომლებმაც მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად გადაწყვიტეს, როგორი ყოფილიყო ორგანიზაციის პოლიტიკა, პროგრამა და პრიორიტეტები ახალგაზრდებთან მიმართებაში. ძალაუფლების განაწილების ეს სისტემა (ე.წ. “co-management”) უნიკალურია მსოფლიოში. 

გენერალური მდივნის მოადგილის განცხადება მედიისათვის 

მოდ დე ბორ-ბუკიკიომ განაცხადა: „40 წელია, რაც ევროპის საბჭო მხარს უჭერს  ურთიერთნდობის შენების პოლიტიკას და ხელს უწყობს დიალოგს სხვადასხვა თემის ახალგაზრდებს შორის. დღეს ჩვენს ახალაგაზრდა თობაზე გავლენას ახდენს ნაციონალიზმის ზრდა ევროპაში და სოციალური არეულობა, გამოწვეული ფინანსური კრიზისით. სოციალური ჯგუფების გამოყოფა პასუხი არ არის. ახალგაზრდები ძალიან ხშირად ერთვებიან ძალადობრივ კონფლიქტებში მათი ნების საწინააღმდეგოდ. მშვიდობის დამყარება შეუძლებელია ადამიანის უფლებათა პატივისცემის გარეშე და დემოკრატია შეუძლებელია მრავალფეროვნების გარეშე. ეს ახალგაზრდული ბანაკები საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს სხვადასხვა თემიდან, იცხოვრონ ერთად უსაფრთხო გარემოში: ისინი სწავლობენ ერთმანეთისაგან და ტრენერებისგან, მაგრამ ჩვენც ძალიან ბევრს ვსწავლობთ მათგან“. 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

ჯუზეპე ზაფუტო, მედია ოფიცერი. ტელ.:+33 3 90 21 56 04, მობ.:+33 6 86 32 10 24

(Giuseppe Zaffuto, Media officer, Tel. +33 3 90 21 56 04 ; Mobile +33 6 86 32 10 24)

  

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.