ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge
25.01.12
2012 წლის 28-29 იანვარს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრშიდაგეგმილია ორდღიანი
ტრენინგი
დანიის საქართველოს პროგრამის 2010-2013 “ სასამართლო
რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა” ფარგლებში
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში 2012 წლის 28-29 იანვარს
დაგეგმილია ორდღიანი ტრენინგი კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა
ქართლის პრობაციის ოფიცრებისათვის. ტრენინგს წარუძღვებიან სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სასწავლო ცენტრის ტრენერები, რომელთა გადამზადებაც განხორციელდა 2011
წლის ივნისში. ტრენინგის მიზანია პრობაციის ოფიცრები გააცნონ პირობით ვადამდე ადრე
გათავისუფლებისას პრობაციის სამსახურის საქმიანობას ევროპული სტანდარტების მიხედვით.
დაგეგმილია ხუთი ტრენიგის ჩატარება, რომლითაც უნდა მოხდეს საქართველოს პრობაციის
ყველა ოფიცრის გადამზადება. წინამდებარე ტრენინგი წარმოადგენს ტრენინგების ციკლის
მეოთხე ტრენინგს.
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.