ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge
23.07.12
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტის ექსპერტიზა
საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს თხოვნით, ევროპის საბჭომ მოამზადა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა.
ექსპერტიზა მიზნად
ისახავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებსა
და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ევროპის საბჭოს
მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტმა
2012 წლის მარტში მოაწყო
შეხვედრა ევროპის საბჭოს ექსპერტებსა და ყველა ოფიციალურ დაინტერესებულ მხარეს
შორის, სადაც განიხილეს ექსპერტიზაში
მოცემული რეკომენდაციები. ევროპის საბჭოს მოსაზრება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტის შესახებ
შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.