პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
23.04.12
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა ჯანმრთელობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების შემუშავების მიზნით
დანიის საქართველოს პროგრამის 2010-2013 სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა ფარგლებში ლოპოტის ტბის კურორტზე 2012 წლის 28-29 აპრილს დაგეგმილია ორდღიანი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის ევროპის სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობაზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამისა და სასჯელაღსრულების სისტემის არასამედიცინო პერსონალისთვის პატიმართა ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფის თაობაზე ამსახველი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სასწავლო პროგრამის შემუშავება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები. ევროპის საბჭოს ორი საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობა შეხვედრაში ხელს შეუწყობს პროგრამების შემუშავების პროცესს.

შეხვედრის შედეგად შემუშავებული სასწავლო პროგრამების საფუძველზე მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში დაგეგმილია ტრენერთა ტრენინგისა და საპილოტე ტრენინგის ჩატარება.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.