პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
12.07.11
სასწავლო სემინარი პატიმრობის ევროპულ სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობაზე
ბორჯომში 2012 წლის 27-28 აგვისტოს დანიის საქართველოს პროგრამის 2010-2013 „სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაგეგმილია ორდღიანი სასწავლო სემინარი პატიმრობის  ევროპულ სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობაზე. სემინარში მონაწილეობას მიიღებს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენელი, გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პროკურორები და სასჯელაღსრულების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სასწავლო სემინარზე ყურადღება გამახვილდება პატიმრობის ძირითად ევროპულ სტანდარტებზე, აგრეთვე, პატიმართა სპეციალურ კატეგორიებზე და პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დისკუსია ადვოკატებს, პროკურორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის სასჯელარსრულების სფეროში არსებული პრობლემებისა და მათ გადასაწყვეტად შემდგომი ნაბიჯების თაობაზე, დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და სასჯელაღსრულების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვასთან.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.