პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
21.08.12

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მომხსენებლებმა გამოხატეს შეშფოთება კოალიცია ქართული ოცნების მიმართ დაკისრებულ ფინანსური სანქციებთან დაკავშირებით.

სტრასბურგი, 21,08,2012 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს თანამომხსენებლებმა მაიკლ ასტრუპმა და (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE) და ბორის ცილევიჩმა (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC) დღეს შეშფოთება გამოხატეს იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყადაღებულ იქნა ოპოზიციური კოალიცია ქართული ოცნების საბანკო ანგარიშები, რაც აფერხებს კოალიციის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღებას.

‘გადამეტებული და არაპროპორციული ჯარიმები, რომლებიც დაკისრებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, მნიშვნელოვნად უშლის ხელს ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ ფუნქციონირებას. ეს შემაშფოთებელია, განსაკუთრებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიკერძოებულობის შესახებ მრავალჯერადად გაჟღერებული ბრალდებების და სანდო ორგანიზაციების, ისეთის როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ანგარიშების გათვალისწინებით. რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამ საკითხებთანთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილებების სამართლიანობას’ განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

‘პოლიტიკური კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის აზრი არის არჩევნების ყველა მონაწილისათვის თანაბარი სათამაშო პირობების უზრუნველყოფა, და არა ერთი ან მეორე პარტიის საარჩევნო რბოლიდან გათიშვა. მომავალი არჩევნები, და მათი დემოკრატიულად ჩატარება მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. ამდენად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და უზრუნველყოს ის, რომ ყველა პარტიამ, და მათ შორის კოალიცია ქართულმა ოცნებამ, მიიღოს სრულფასოვანი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში’ დასძინეს მათ.

თანამომხსენებლები საქართველოს 2012 წლის 11-12 სექტემბერს ეწვევიან, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინა საარჩევნო მისიის მონაწილეები.
 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას: ტელ: +33388413193 ელექტრონული ფოსტა: pace.com@coe.int

www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.