

თბილისი,
21.03.2012
–
22-23
მარტს
სასტუმრო
მარიოტში
გაიმართება
ექვსი
ქვეყნის
მედიასაბჭოს
ქსელის
მორიგი
რეგიონული
შეხვედრა.
ღონისძიება
ეწყობა
ევროკავშირისა
და
ევროპის
საბჭოს
ერთობლივი
პროგრამის
ფარგლებში
- `მედიის
თავისუფლების,
პროფესიონალიზმისა
და
პლურალიზმის
მხარდაჭერა
სამხრეთ
კავკასიასა
და
მოლდოვაში
2011- 2012~,
რომელსაც
ახორციელებს
ევროპის
საბჭო.
ეს
არაფორმალური
ქსელი,
რომელიც,
ამავე
პროგრამის
ფარგლებში,
ევროკავშირისა
და
ევროპის
საბჭოს
მხარდაჭერით
შარშან
დაფუძნდა,
აერთიანებს
სომხეთის,
აზერბაიჯანის,
საქართველოს,
მოლდოვას,
რუსეთის,
ტაჯიკეთისა
და
უკრაინის
მედიასაბჭოებს.
შეხვედრაზე
მხარეები
წარმოადგენენ
თავიანთი
ბოლოდროინდელი
საქმიანობის
შედეგებს,
მიიღებენ
დეკლარაციას
მედიის
საქმიანობაში
ყველა
სახის
დისკრიმინაციის
დაუშვებლობის
შესახებ,
იმსჯელებენ
საარჩევნო
პროცესში
მედიის
როლის
შესახებ
და
ასევე
განიხილავენ
ტექნიკური
ხასიათის
საკითხებს,
რომელთა
გადაჭრა
მნიშვნელოვანია
მხარეებს
შორის
ხელმოწერილი
ურთიერთგაგების
მემორანდუმის
(7.10.2011)
განხორციელებისა
და
შესაბამისად,
ქსელის
შემდგომი
ფუნქციონირებისათვის.
ღონისძიების
შემაჯამებელი
ბრიფინგი
გაიმართება
23 მარტს
13 სთ-ზე,
სასტუმრო
მარიოტის
დარბაზში
`სანადიმო~.
დამატებითი
ინფორმაციისათვის
მიმართეთ
ევროპის
საბჭოს
ოფისს
საქართველოში
: ძმები
კაკაბაძეების
ქ.
26, 0108
თბილისი.
ტელ:
(+995 32) 291 38 70/71/72/73 ;
ფაქსი:
(+995 32) 291 38 74.
ელ-ფოსტა
:
batu.tsulukiani@coe.int
.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge |