 
ევროპის საბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან კლოდ მინიონმა დღეს გააკეთა შემდეგი განცხადება:
“შეძრწუნებული და შოკირებული ვარ
საქართველოს ციხეებში ციხის ბადრაგის მიერ პატიმრებზე ძალადოვრივი თავდასხმის
მედიაში გავრცელებული კადრების ხილვით.
ამგვარ დაუშვებელ სისასტიკეს
ადგილი ჰქონდა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა
განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. იმედი მაქვს ყველა, ვისაც რაიმე სახით
პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საშინელებაზე, დაისჯება კანონის ფარგლებში.
ევროპის საბჭოს წამების და
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ევროპული კომიტეტის, რომელიც
მუდმივად აკვირდება თუ როგორ ეპყრობიან ჩვენს წევრ სახელმწიფოებში
თავისუფლებააღკვეთილ პირებს, რეკომენდაციები გახდება გზამკვლევი საქართველოს
ხელისუფლებისთვის, რათა ამგვარი ფაქტები აღარ განმეორდეს.”
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge |