ევროპის
საბჭომ დღეს მიიღო ახალი სტრატეგია ბავშვთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისათვის
ფუნდამენტური სტანდარტების დასანერგად. ეს სტრატეგია წარმოადგენს სახელმძღვანელო
პრინციპებს, რჩევებსა და მხარდაჭერას ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნისათვის,
სტანდარტებსა და პრაქტიკას შორის არსებული სხვაობის საუკეთესოდ დასაძლევად.
სტრატეგია
ფოკუსირებას მოახდენს
ოთხ მთავარ მიზანზე:
•
საბავშვო მომსახურებებისა და სისტემების ხელშეწყობა (მართლმსაჯულების, ჯანდაცვისა
და სოციალური სამსახურების სფეროებში);
•
ბავშვთა წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ძალადობის აღმოფხვრა (სექსუალური ძალადობა,
ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ფიზიკური დასჯა და ძალადობა სკოლებში);
•
მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ბავშვთა უფლებების დაცვის გარანტია (უნარშეზღუდული,
პატიმრობაში მყოფი, ალნერნატიული მზრუნველობის ქვეშ მყოფი, მიგრანტი ან ბოშა
ბავშვები);
•
ბავშვთა მონაწილეობის ხელშეწყობა
ამ მიზნების
განხორციელებისას, ევროპის საბჭო განაგრძობს ბავშვთა უფლებების დაცვის
სფეროში წამყვანი
ორგანიზაციის როლის შესრულებას.
დამატებითი
ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.coe.int/children
საკონტაქტო პირები:
სუზი მორგანი:
კომუნიკაციების ოფიცერი, ბავშვთა უფლებების განყოფილება, ტელ. +33 3 88 41 35 48,
მობ: +33 6 83 65 23 03,
susie.morgan@coe.int
ესტელ შტაინერი :
მედია ოფიცერი, კომუნიკაციების დირექტორატი, ტელ. +33 3 88 41 33 35,
მობ: +33 6 08 46 01
57,
estelle.steiner@coe.int
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge |