პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
19.10.12
სახელმწიფოებმა მეტი უნდა გააკეთონ ქალების ძალადობისაგან დასაცავად
სტრასბურგი, 09.10.2012 - მსოფლიოს მასშტაბით - და ევროპაშიც - ქალებს სცემენ და ემუქრებიან. ოჯახური ძალადობა არის ქალებზე ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა მსოფლიოში, განურჩევლად ეკონომიკის, რელიგიისა ან კულტურისა განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ნილს მუიჟნიეკსმა, თავის ბოლო ადამიანის უფლებათა კომენტარში, რომელიც გამოქვეყნდა 2012 წლის 9 ოქტომბერს.

არსებობს უცნაური მიღება ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის სიჭარბისა ყველა ქვეყანაში. ძალიან ხშირად პრობლემა გვერდზეა გადადებული, და ასევე ძალიან ხშირად თვითონ ქალია დადანაშაულებული. შეკითხვა ‘რატომ არ წავიდა?’ უფრო ხშირად ისმის, ვიდრე შეკითხვა: ‘რატომ დაარტყა კაცმა ქალს?’

ძალიან გავრცელებული დანაშაული

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ერთი მეხუთედიდან ერთ მეოთხედამდე   ქალებს ჰქონიათ ფიზიკური ძალადობის გამოცდილება, როგორც ყველაზე ცოტა მათი ზრდასრულობის ასაკის დადგომის შემდეგ, და ერთ მეათედზე მეტზე განხორციელებულა სექსუალური ძალადობა, ძალის გამოყენების ჩათვლით. მაჩვენებლები, ძალადობის ისეთი ფორმებისათვის როგორიცაა მაგალითად დევნა 45%-ს აღწევს. ამ ქმედებების უმეტესობა მოდის მამაკაცებისაგან, რომლებიც ამ ქალების სოციალურ გარემოცვას წარმოადგენენ, ყველაზე ხშირად ისინი არიან მათი პარტნიორები ან ყოფილი პარტნიორები.

ევროკავშირის პროგრამა დაფნე-ს (DAPHNE) მიერ განხორციელებული კვლევის მიხედვით ყოველ წელს აღრიცხულია დაახლოებით 3 500 სიკვდილი, რომელიც დაკავშირებულია ინტიმური პარტნიორისაგან ძალადობასთან, ჯერ მარტო ევროკავშირის 27 ქვეყანაში.

ერთი შემაშფოთებელი მაჩვენებელი წარმოდგენილი იყო დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ამა წლის 8 მარტს: „ჯერ მარტო გასულ წელს, ინგლისსა და უელსში დაფიქსირებულია მილიონზე მეტი ოჯახური ძალადობის მდედრობითი სქესის მსხვერპლი.“ იმ დღეს დიდმა ბრიტანეთმა დაიწყო ეროვნული სამოქმედო გეგმის  განხორციელება 100 აქტივობით „იმისათვის, რომ დაძლეული იქნას ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ასპექტი“.

რა უნდა გაკეთდეს

დღეისათვის ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას აქვს სამოქმედო გეგმა ქალთა ძალადობისაგან დასაცავად. იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ეს სამოქმედო გეგმა არ გააჩნიათ, რაც შეიძლება მალე უნდა შეადგინონ იგი.

სამოქმედო გეგმა, სხვა შემადგენელ ნაწილებთან ერთად უნდა მოიცავდეს:

·        აქტივობები ცნობიერების ამაღლებისათვის

·        მსხვერპლთა დახმარების სერვისები

·        კარგად გაწვრთნილი სამართალდამცავები

·        სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა

სამუშაოს უმეტესი ნაწილი, ისეთი როგორიცაა თავშესაფრების გაძღოლა, ძირითადად არასამთავრობო ჯგუფების მიერ ხორციელდება. ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაეხმარონ მათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის კლინიკების თანამშრომლებს  და პოლიციის ოფიცრებს - რომლებიც პირველები შედიან მსხვერპლებთან კონტაქტში - გავლილი ქონდეთ კარგი ტრენინგები, რათა მოახდინონ ოჯახური ძალადობის ნიშნების იდენტიფიცირება და აღმოუჩინონ მათ სათანადო დახმარება.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მიგრანტი ქალების მოწყვლადობაზე ცნობიერების ამაღლება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიგრანტი ქალი  მიმართავს პოლიციას ინციდენტის თაობაზე, იმის შიშით რომ არ დაკარგოს ცხოვრების უფლება - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი სტატუსი მის ქმარზეა დამოკიდებული.

ფინეთში ვიზიტის დროს მე მაცნობეს რომ ამ ქვეყანაში შანსი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ქალი გახდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი არის ორმაგად დიდი ვიდრე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი. ამ ძალადობასთან საბრძოლველად დარგობრივი ეროვნული მოქმედების გეგმა იქნა შემოღებული

სტამბულის კონვენცია - მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი

ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რატიფიკაცია და განახორციელოს ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციისათვის (სტამბულის კონვენცია).

ეს კონვენცია, რომელიცმიღებული იყო 2011 წლის აპრილში, არის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც მოითხოვს ქმედებების ფართო დიაპაზონს. მისი სამი მთავარი საკითხია: ძალადობის პრევენცია, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოთ თურქეთმა მოახდინა კონვენციის რატიფიცირება. 23 წევრ ქვეყანას აქვს მასზე ხელი მოწერილი და მათ შორის პოლონეთმა, ბოსნიამ და ჰერცოგოვინამ და ავსტრიამ განაცხადეს, რომ რატიფიკაციაც მალე შედგება. კარგი იქნებოდა, რომ დარჩენილ ხელმომწერებსაც მალე მოეხდინათ კონვენციის რატიფიცირება. 

ბიუჯეტის შემცირება ფულს არ დაზოგავს

ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ფინანსურ რესურსებს მოითხოვს - მაგრამ გენდერული ძალადობა უფრო მეტი ჯდება. პირდაპირი და არაპირდაპირი დანახარჯები ძირითადად აწვება მსხვერპლთ, თანამშრომლებს, ჯანდაცვის სისტემას, მთლიანად საზოგადოებას - და ამდენად გადასახადის გადამხდელთ. კრიზისისა და მკაცრი ზომების გატარების დროს მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველი სოციო-ეკონომიკური ხარჯები შეიძლება ნაკლებად თვალსაჩინოა, მაგრამ ეს ხარჯები არანაკლებ რეალურია - და ამ სფეროში დანაზოგების გაკეთება არიდებული უნდა იყოს.

ნულოვანი ტოლერანტობა

სახელმწიფოებმა უნდა აღიქვან ძალადობა ქალების წინააღმდეგ, როგორც გენდერული ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევა, რომელიც წარმოაჩენს ქალთა და მამაკაცთა შორის არსებულ უთანასწორობას. მაჩვენებლები ასახავენ პსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სასიკვდილო ძალადობასაც კი, რომლებიც ზოგჯერ ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში გრძელდება. ერთადერთი შესაძლებელი პოზიცია ნულოვანი ტოლერანტობაა. საწრაფოდ უნდა განხორციელდეს ქმედებები ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების მიერ მთლიანად ევროპაში. გადაუდებლად.


კომისრის ოფისის საკონტაქტო პირი პრესისათვის:

სტეფანო მონტანარი, + 33 (0)6 61 14 70 37; stefano.montanari@coe.int

www.commissioner.coe.int; Twitter: @CommissionerHR

 

ადამიანის უფლებათა კომისარი არის ევროპის საბჭოში არსებული დამოუკიდებელი, არა სამართლებრივი ინსტიტუცია, რომლის მანდატიც არის ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებზე ცნობიერების ამაღლებასა და პატივისცემას ევროპის საბჭოს 47 წევრ სახელმწიფოში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არჩეულმა კომისარმა, ბატონმა ნილს მუიჟნიეკსმა ეს პოსტი 2012 წლის 1 აპრილს დაიკავა.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.