პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
18.09.12
საქართველო - საპარლამენტო არჩევნები - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი იურიდიული დახმარების მისია 06.09.2012 – 17.10.2012
თბილისი - საქართველოს საარჩევნო კომისიის (ცეესკო) თხოვნის საფუძველზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების (2012 წლის 1 ოქტომბერი) კონტექსტში, ვენეციის კომისიის საარჩევნო ექსპერტი ცეესკოს არჩევნების მომზადებაში დახმარებას გაუწევს. ექსპერტი ცეესკოს კონსულტაციას გაუწევს იურიდიულ და ტექნიკურ საკითხებთან მიმართებაში, კერძოდ საარჩევნო დავების განხილვის პროცესის კუთხით. მისია დაფინანსებულია შვეიცარიის კონფედერაციის ნებაყოფლობითი შენატანით ევროპის საბჭოს საქართველოს მხარდასაჭერი 2012 წლის (საპარლამენტო), 2013 წლის (საპრეზიდენტო) და 2014 წლის (ადგილობრივი) საარჩევნო პროგრამის ფარგლებში.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.