პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
19.06.12

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მესმენელთა 2 ჯგუფის ვიზიტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

დანიის მთავრობისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – “სასამართლო რეფორმის, ადამიანის და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობის” - ფარგლებში 2012 წლის 28-29 ივნისს შედგება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა ორი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ევროპის საბჭოში, სტრასბურგში.

სასწავლო ვიზიტის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელები გაეცნობიან სიახლეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალში და ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოს მუშაობას. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდებიან სასამართლოსა და ევროპის საბჭოს სამდივნოს ოფიციალურ პირებს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.