პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
18.01.12
დანიის საქართველოს პროგრამის 2010-2013 “სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა” ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში 2012 წლის 21-22 იანვარს დაგეგმილია ორდღიანი ტრენინგი
დანიის საქართველოს პროგრამის 2010-2013 “სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა” ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში 2012 წლის 21-22 იანვარს დაგეგმილია ორდღიანი ტრენინგი თბილისის პრობაციის ოფიცრებისათვის. ტრენინგს წარუძღვებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტრენერები, რომელთა გადამზადებაც განხორციელდა 2011 წლის ივნისში. ტრენინგის მიზანია პრობაციის ოფიცრები გააცნონ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისას პრობაციის სამსახურის საქმიანობას ევროპული სტანდარტების მიხედვით. დაგეგმილია ხუთი ტრენიგის ჩატარება, რომლითაც უნდა მოხდეს საქართველოს პრობაციის ყველა ოფიცრის გადამზადება. წინამდებარე ტრენინგი წარმოადგენს ტრენინგების ციკლის მესამე ტრენინგს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.