პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
17.12.12

ონფერენცია "2012 წლის საპარლამენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და შემდგომი ნაბიჯები"

2012 წლის 30 ნოემბერს ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში ჩატარდა კონფერენცია "2012 წლის საპარლამენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და შემდგომი ნაბიჯები". კონფერენციას დაესწრო ევროპის საბჭოს დემოკრატიული მმართველობის, კულტურის და მრავალფეროვნების დეპარტამენტის დირექტორი კლაუდია ლუჩიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი; შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი, ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები, დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დისკუსია გაიმართა ოთხი თემატური მიმდინარეობის გარშემო: საარჩევნო კანონდებლობა და საარჩევნო ადმინისტრაცია, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების როლი, შემდგომი ნაბიჯები. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს დასკვნა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების და იმ ძირითადი ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაა საჭირო.

 

www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.