პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
17.10.12
ევროპის საბჭო მოუწოდებს თანამშრომლობის გაუმჯობესებისაკენ ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან ასაცილებლად, მსხვერპლთა დასაცავად და დამნაშავეთა დასასჯელად
ბოლო წლიურ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 4 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში (GRETA)  მოუწოდა კონტინენტის ქვეყნებს გააძლიერონ ბრძოლა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ.

‘ადამიანებით ვაჭრობა ევროპის ტრაგედიაა. დღევანდელი  ანგარიში აჩვენებს, რომ ქალები, მამაკაცები და ბავშვები ხდებიან მსხვერპლნი სექსუალური ძალადობისა, სამუშაო ექსპლუატაციისა ან ძალადობრივად არიან ჩათრეულნი დანაშაულებრივ საქმიანობაში ქვეყნებში კონტინენტის მასშტაბით,’ განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა.

‘ბევრი მსხვერპლი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ ცნობილი, ან მათ არ აქვთ აღმოჩენილი ის დახმარება რაც მათ სჭირდებათ. ამდენად, გამოძიებებისა და დასჯის პრობლემები ნიშნავს იმას, რომ ადამიანებით მოვაჭრეები არ არიან თავიანთი დანაშაულისათვის სათანადოდ დასჯილები.

‘საერთაშორისო ორგანიზაციებმ, ეროვნული მთავრობებმა და არასამთავრობო ორგანოებმა ერთად უნდა იმუშავონ, რათა წერტილი დაუსვან ამ შემზარავ ადამიანის უფლებათა დარღვევას, რომლის ადგილიც არ არის 21-ე საუკუნის ევროპაში,’ განაცხადა მან.

ექსპერტთა ჯგუფი ადამიანებში ტრეფიკინგის საკითხებზე მონიტორინგს უწევს თუ რამდენად კარგად ანხორციელებენ ქვეყნები ევროპის საბჭოს კონვენციას ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში (CETS No.197). ამ კონვენციის წევრია ევროპის საბჭოს 37 ქვეყანა, მათ შორის 22 ევროკავშირი წევრი ქვეყანა, 

დღევანდელი ანგარიში ახდენს ტენდენციების იდენტიფიცირებას GRETA’s პირველ ათი ქვეყნის თანმიმდევრული მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ფარავს: ალბანეთს, ავსტრიას, ბულგარეთს, ხორვატიას, კვიპროსს, დანიას, საქართველოს, მოლდავეთს, რუმინეთს და სლოვაკეთის რესპუბლიკას.

 

საკონტაქტო პირები:

დანიელ ჰოლტგენი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპიკერი, მობილური: +33 6 68 29 87 51

ქენ ფისეკი, მედია ოფიცერი, მობილური: + 33 6 75 65 03 41

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.