სტრასბურგი
15.05.2012 –
ევროპის
საბჭოს
გენერალურმა
მდივანმა
განაცხადა,
რომ
დისკრიმინაცია
და
სტერეოტიპები
ლესბოსელთა,
გეიების,
ბისექსუალთა
და
ტრანსგენდერების
მიმართ
მძიმე
მდგომარეობაში
აყენებს
მილიონობით
ევროპელს
და
არ
შეიძლება
უპასუხოდ
დარჩეს.
დღეს
გავრცელებულ
თავის
მიმართვაში
მან
განაცხადა:
ლგბტ
ადამიანებს
ჯერ
კიდევ
უხდებათ
შეუწყნარებლობასა
და
სოციალურ
ბარიერებთან
გამკლავება
ევროპის
საბჭოს
უმეტეს,
თუ
არა
ყველა,
წევრ
სახელმწიფოში.
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
ბოლო
დროს
მიღებული
გადაწყვეტილებები
მიუთითებენ
გეი
აღლუმების
გაუმართლებელ
აკრძალვებსა
და
ადმინისტრაციულ
წინააღმდეგობებზე.
ისინი
ხაზს
უსვამენ
პრობლემებს,
რომლებიც
დაკავშირებულია
სოციალური
უფლებების
დისკრიმინაციასთან,
როგორიცაა
დასაქმების
უფლება.
რიგი
განაცხადებისა,
რომლებსაც
განიხილავს
სასამართლო,
შეეხება
ჰომოსექსუალიზმის
პროპაგანდის
ბრალდებასა
და
გამოხატვის
თავისუფლების
უფლების
დარღვევას.
ამგვარ
კანონმდებლობას
ხშირად
ადგილობრივ
ან
რეგიონულ
დონეზე
იღებენ,
თუმცა,
ბოლო
თვეების
განმავლობაში,
ზოგიერთ
ქვეყანაში
იგი
გამოხმაურებას
ჰპოვებს
ეროვნულ
დონეზეც.
ადამიანის
უფლებათა
კომისრის
2011
წლის
სექტემბრის
ანგარიში
სექსუალური
ორიენტაციისა
და
გენდერული
იდენტობის
ნიადაგზე
დისკრიმინაციის
შესახებ
წინ
წევს
რიგ
დამატებით
საკითხებს,
როგორიცაა
ჯანდაცვის
სისტემისა
და
განათლების
ხელმისაწვდომობა,
გენდერული
აღიარება
და
ოჯახური
ცხოვრების
აღიარება.
ასევე
ხაზგასმულია
პოლიტიკოსთა
ჰომოფობიური
განცხადებები.
ბოლო
წლებში
ბევრ
წევრ
სახელმწიფოში
გადაიდგა
მნიშვნელოვანი
ნაბიჯები
იმისათვის,
რომ
დაცული
ყოფილიყო
ლგბტ
ადამიანების
თანასწორობა
კანონის
წინაშე,
მაგალითად,
სექსუალური
ორიენტაციის
ნიადაგზე
დისკრიმინაციის
კანონგარეშე
გამოცხადება
და
ერთი
სქესის
წყვილთა
სამოქალაქო
პარტნიორობის
აღიარება.
ევროპულ
დონეზე
ჩვენ
მივაღწიეთ
მნიშვნელოვან
პროგრესს,
მივიღეთ
რა
ორი
წლის
წინ
მინისტრთა
კომიტეტის
რეკომენდაციები
ამ
საკითხებზე
და
მარტის
თვეში
გავმართეთ
კონფერენცია
დიდი
ბრიტანეთის
თავმჯდომარეობის
ფარგლებში.
ევროპის
საბჭოში
ამ
საკითხებზე
ვრეაგირებთ
ჩვენი
ინსტიტუტების
საშუალებით,
ასევე
სამდივნოს
ფარგლებში
დავაარსეთ
ლგბტ
განყოფილება.
ამჟამად
ევროპის
საბჭო
მუშაობს
ექვს
ქვეყანასთან
–
ალბანეთი,
Mმონტენეგრო,
იტალია,
სერბეთი,
ლატვია
და
პოლონეთი
– რათა
დანერგოს
პროექტები
ამ
თემაზე.
მოვუწოდებ
სხვა
ქვეყნებსაც,
შემოუერთდნენ
ამ
ინიციატივას.
ეროვნულ
ხელისუფლებებს,
უპირველეს
ყოვლისა,
აკისრიათ
პასუხისმგებლობა,
უზრუნველყონ
საერთაშორისო
ვალდებულებათა
შესრულება
თავიანთ
ქვეყნებში,
მათ
შორის,
უპასუხონ
ადგილობრივ
და
რეგიონულ
დონეზე
გადადგმულ
უარყოფით
ნაბიჯებს.
პოლიტიკური
ლიდერები
ასევე
პასუხისმგებელნი
არიან,
რომ
დაუყოვნებლივ
და
მკაცრად
გამოვიდნენ
შეუწყნარებლობისა
და
ჰომოფობიის
გამომხატველი
ნებისმიერი
განცხადების
ან
მისი
გამოვლენის
წინააღმდეგ,
განსაკუთრებით,
პოლიტიკოსების
მხრიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge