პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
17.04.12

ჰოლანდია და გერმანია მხარს უჭერენ საარჩევნო პროგრამას საქართველოსათვის

ჰოლანდიის საელჩომ საქართველოში ნებაყოფლობით გადასცა ევროპის საბჭოს  224 000 ევრო საქართველოს მხარდასაჭერად 2012 წლის (საპარლამენტო), 2013 წლის (საპრეზიდენტო) და 2014 წლის (ადგილობრივ) არჩევნებთან დაკავშირებით (პროგრამის ბმული). ჰოლანდიური დაფინანსების ფარგლებში ფოკუსირება მოხდება ამომრჩეველთა სიის დამაზუსტებელი კომისიის მუშაობის ზედამხედველობასა და შესაძლებლობების ზრდაზე, და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების შესაძლებლობების ზრდაზე საარჩევნო პროცედურების დროს. ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერას დაერთო 2012 წლის 10 აპრილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ოფისის ნებაყოფლობითი შენატანი 52 000 ევროს ოდენობით (პრეს რელიზის ბმული), რომელიც მოხმარდება ევროპის საბჭოს აქტივობებს, მიმართულს პირველად ხმის მიმცემ ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებაზე.   

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.