პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
15.08.12
მრგვალი მაგიდა სასტუმრო ბეტსიში
16 აგვისტოს სასტუმრო ბეტსიში გაიმართება მრგვალი მაგიდა "ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის პროცესი - ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის შესაძლებლობების გაზრდა". ღონისძიება იმართება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ დაფინანსებული ევროპის საბჭოს საარჩევნო პროგრამის ფარგლებში რომლიც მიზანია დაეხმაროს საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო, და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს. ღონისძიების მიზანია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ განხორციელებული კარდაკარის მონიტორინგის პირველადი შედეგების წარდგენა და კომისიის თავჯდომარესთან და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად არსებული გამოწვევების და მომავალი საქმიანობების განხილვა.

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.